logo
ENG



ბაიდენმა პუტინს "შეშლილი ბო***შვილი" უწოდა

22 თებ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "Crazy SOB" - "შეშლილი ბო***შვილი" უწოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ეს განცხადება მან სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელზეც ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებები განიხილა და თქვა, რომ ბირთვული კონფლიქტი ყოველთვის საფრთხეა, თუმცა საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია.

"ჩვენ გვყავს ეს შეშლილი ბო***შვილი, ეს ტიპი - პუტინი და სხვები, მუდმივად უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ექზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის კლიმატია", - თქვა ჯო ბაიდენმა.


close დახურვა